დავით ნარმანია: გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 10.01.2016
ნანახია: 2268

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება. გლდანში გამართულ აქციაზე თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის მესაკუთრესთან, გია ქუფარაშვილთან უახლოეს დღეებში შეხვედრა გაიმართება და მისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ იმსჯელებენ. 

შეგახსენებთ, რომ გლდანში, სტადიონის ნაცვლად 16 საერთულიანი შენობის აშენება იგეგმებოდა. აქციაზე, საფეხბურთო სტადიონთან იმყოფებოდა ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე