სურამში ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 06.07.2020
ნანახია: 665

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა იმ დროს მიაყენა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა.

დამნაშავემ მკვლელობა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე