საქართველოში კორონავირუსით ინციფირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 06.07.2020
ნანახია: 535

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, ახალი პაციეტნები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გვქონდა 951 და ახლა არის 953. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა ორით და „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა სულ 830-მა.

ორი ახალი პაციენტიდან, ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორივე იმპტორტირებული შემთხვევაა. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ჩვენ ძირითადად გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირტთო ავტომობილების მძღოლები არიან, შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს, რაც დამაიმედებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი პაციენტი არ მიუღია და ცენტრში ისევ 24 დადასტურებული შემთხვევა რჩება.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 953 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 830 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 192.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე