საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს
საქართველო, თბილისი - 15:09 | 03.07.2020 ნანახია: 555
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ახალ შესაძლებლობას იძლევა.
"გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია 2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს. შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება. კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.
ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.
გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე, -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები. ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.
კომპანიის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტის დიდი ნაწილის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის და ესპანეთის ბაზარზე, (რაც ადრე საერთოდ არ ხდებოდა) და ამ ფაქტმა საქართველოს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა, როგორც საბრენდე სპირტის მწარმოებელ, ასევე მეღვინეობის მაღალი თანამედროვე კულტურის მქონე ქვეყანას. რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და მარკეტინგულ პოტენციალზე.
შპს Bolero & Company შპს გრუზვინპრომის გარდა ოპერირებას უწევეს შპს კ და ქართულ სპირტს. კომპანია საქმიანობას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სარგებლობს სპირტების წარმოების ექსკლუზიური უფლებით. კომპანია ოპერირებას უწევს შპს უნივერსალ სპირიტსაც, რომელიც შპს კ და ქართული სპირტის მთავარი მიმწოდებელია ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დიასი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი. ასევე შემდეგი ბრენდის სასმელებს - არაგვი, ვარციხე, გრემი.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















