სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას გატაცებას ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 17:27 | 05.07.2020
ნანახია: 1854

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს სამეგრელოს სოფელ რიყის მკვიდრი, 21 წლის ტატო ზარქუა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად 4 ივლისს გავრცელდა. სუს-ის ცნობით, ამ ფაქტის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის რუსმა სამხედროებმა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე