ენგურში 3 ქალს ეძებენ, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას ცდილობდნენ

საქართველო, თბილისი - 14:20 | 05.07.2020
ნანახია: 1703

ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარით გადმოსვლის მცდელობისას, 3 ქალი დაიკარგა. არის ვარაუდი, რომ ისინი ენგურში დაიხრჩვნენ.

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალბატონებიდან, ერთის ცხედარი ნაპოვნია, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით ქართული მხარე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტსაც არ ადასტურებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე