მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 04.07.2020
ნანახია: 749

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას დღეს ციციშვილის სახელობის საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს მძიმე დაზიანებები აქვს სახეზე, კიდურებზე და კიდევ არაერთი ოპერაცია სჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდგ იქნება შესაძლებელი, რაც ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდება.

შემთხვევა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი, რომელიც სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

გამოძიება მომხდარზე შსს-მ, 124-ე - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე