ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 04.07.2020
ნანახია: 660

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე