საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 11:31 | 02.07.2020 ნანახია: 824
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განხორციელა.
საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ, ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანია "ყვარლის სარდაფმა" 2007 წლიდან დღემდე შეძლო მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულიყო, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია.
კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღვინოების დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა. ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ნდობა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა 4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა.
პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია. ამიტომ, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















