თბილისში 50 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:36 | 17.06.2020
ნანახია: 1257

თბილისში 50 წლის მამაკაცი მოკლეს. "კურიერის" ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი ტყვია საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

"კურიერის" ინფორმაციით, პირს, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, დილით სამმა პირმა მიაკითხა, სახლიდან გაიყვანა და მიმდებარე ტერიტორიაზე, იარაღიდან ესროლა. გასროლამდე დანაშაულში მონაწილე პირები, ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ კამათი დაპირისპერებაში გადაიზარდა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ წუთებში, პოლიციაში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

დანაშაული ქუჩაში მოხდა. ცხედარი კრიმინალისტებმა მატარებლის ლიანდაგთან იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე