ბათუმში ავტომობილი დაეჯახა 6 წლის გოგონას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:19 | 16.06.2020
ნანახია: 808

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 6 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. არასრულწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ​ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე