დაკავებულ ჩეჩენს გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა განზრახული - "ფორმულა"

საქართველო, თბილისი - 20:00 | 15.06.2020
ნანახია: 971

ტელეკომპანია "ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, 12 ივნისს სუს-ის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენ, რუსეთის მოქალაქეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული.

"ფორმულას" ინფორმაციით, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა.

სანდო წყარო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან ტელეკომპანია "ფორმულას" უყვება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

შეგახსენებთ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, 20:00 საათისთვის საგანგებო ბრიფინგი დაანონსა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე