ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:57 | 15.06.2020
ნანახია: 635

ახმეტაში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონას ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე