მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების მატება, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი - ამირან გამყრელიძე
საქართველო, თბილისი - 17:38 | 12.06.2020 ნანახია: 960
ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გარკვეულად ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვექნებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დილისთვის დადასტურებულ შემთხვევებს დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და კიდევ მოსალოდნელია მატება, თუმცა „ეს პანიკის საფუძველი არ არის“.
„ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გარკვეულად ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვექნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, მუდამ შეზღუდვებში ხომ ვერ იქნება საზოგადოება, ეკონომიკას სჭირდება გახსნა.ამიტომ არის, რომ დღეს დილისთვის ცხრა დამატებითი შემთხვევა გვქონდა, უკვე დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და ალბათ კიდევ დაემატება შემთხვევები. ეს მოსალოდნელია და არ გახლავთ პანიკის საფუძველი” - აღნიშნა გამყრელიძემ
მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა შეექმნას ილუზია, და არ უნდა დამშვიდდეს, რომ კორონავირუსს მოერია.
„დღეის რიცხვით ხუთი შემთხვევაა, სადაც წყაროზე ვერ გავდივართ. ძალიან ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ ამ ხუთის და ჯერ ამ ახლო კონტაქტებში გავრცელება არ დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს შეიძლება გამოჩნდეს ხვალ, ზეგ, მაზეგ. როცა პირველწყაროზე ვერ გადიხარ, ეს პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ შიდა გავრცელება მეტი გაქვს. ეს ჯერ გინთებს „ყვითელს“, მერე შეიძლება „წითელი“ აგინთოს. ნუ დავმშვიდდებით, ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ უკვე. ჩვენ, მარტო ქართველები, ვერ მოვერევით ამ კორონავირუსულ ინფექციას. გლობალურად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















