საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 16:42 | 12.06.2020
ნანახია: 596

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 843-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე