15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
საქართველო, თბილისი - 11:43 | 11.06.2020 ნანახია: 1581
საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნილია და 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულ აქტიობაში ჩართვა და სხვადასხვა ლოკაციების მონახულება შეუძლიათ. 15 ივნისიდან აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის გახსნა ხდება საკმაოდ ფრთხილად, რათა ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
“შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი ღირებულებას იძენს ტურისტული ნაკადების გაზრდა. რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
თითოეული ჩვენთაგანს, საქართველოს მოქალაქეს ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდში დავუდგეთ ესეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტაა მსგავსი უსაფრთხოების ინდექსის პოზიციონირებული ქვეყანა. ნამდვილად ძალიან ლამაზია ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც საქართველოს ძალიან უხვად გააჩნია და აქედან გამომდინარე, მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
როგორც ცნობილია, ტურიზმის გახსნისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა და ამიტომ მისი პრაქტიკაში გადატანა ბინზესისთვის რთული აღარ არ არის.
"სხვადასხვა მიმართულებების სარესტორნო, ისევე როგორც განთავსების ობიექტების, გიდებს, ტურისტული ტრანსპორტის მიმართულებით რეგულაციები ყოველდღე ინერგება. ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რომ რეგულაციები ეფექტურად და სწრაფად დანერგონ. ამისთვის ცალკე სატრენინგო პროექტიც კი შევიმუშავეთ, რომელიც უსასყიდლოა ყველა იმ ადამიანისთვის და ბიზნესისთვის, რომელსაც სურვილი აქვს რომ სწრაფად ადაპტირდეს იმ ახალ ნორმებზე, რომელიც COVID-19-მა განაპირობა. რა თქმა უნდა მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, ეს არის მოგზაურობის უდაოდ უსაფრთხო მიმართულება და ეს იქნება ძალიან ღირებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















