4 დაუდგენელი ახალი შემთხვევა არის ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია - გახარია

საქართველო, თბილისი - 11:41 | 11.06.2020
ნანახია: 581

საგანგაშოა COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, 4 ახალი შემთხვევა, რომლის წყარო დაუდგენელია, ფაქტობრივად 4 ახალ კლასტერს ნიშნავს და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველია.
„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიხსნა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ, არ უნდა შეიქმნან ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ამ ოთხი შემთხვევიდან სამი თბილისში ფიქსირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე