საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 828-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 11.06.2020
ნანახია: 537

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 828-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 694 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე