საქართველოში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ვერ დგინდება

საქართველო, თბილისი - 20:04 | 10.06.2020
ნანახია: 714

საქართველოში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ვერ დგინდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

"დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არცთუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველწყაროზე", - თქვა მან.

საქართველოში დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 827 პირს დაუდასტურდა. აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე