ისევ იქნება აფეთქებები. ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს კორონავირუსის ახალი ტალღის აღმავლობა - მაია ბუწაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:06 | 10.06.2020 ნანახია: 50952
კორონავირუსმა ჯერჯერობით არ მოიცვა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომ გამომუშავებულიყო იმუნიტეტი და ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ. ეს ერთი ფაქტორია, რომელიც ეპიდემიების დამარცხებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ფაქტორია ის, რომ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. „გარანტია იმისა, რომ კორონავირუსისგან დაცული იქნება მსოფლიო მოსახლეობა, ვაქცინის შექმნის შემდეგ იქნება, როცა ამ ვირუსის წინააღმდეგ მასიური ვაქცინაცია დაიწყება. ვინაიდან ეს უახლოეს პერსპექტივაში არ არის, ყველა მოელის იმას, რომ ისევ იქნება აფეთქებები, თუმცა ეს იქნება შემოდგომაზე თუ როდის, ამის შესახებ ჯერჯერობით რაიმე დასაყრდენი გათვლები არ არის. ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ახალი ტალღის აღმავლობა“- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, შემოდგომაზე ახალი ტალღის მოლოდინი იმიტომ არის, რომ თუ სეზონური გრიპებისა და კორონავირუსის ზედდება მოხდა, ეს ეპიდემილოგიურ სიტუაციას განსაკუთრებით გაართულებს და ჯანდაცვის სისტემას განსაკუთრებულად დიდ პრობლემებსა და რისკებს შეუქმნის.
„ჩვენს მოსახლეობას ვთხოვთ, როგორც კი გაჩნდება ვაქცინა, მასიურად აიცრას ყველა, იმიტომ, რომ თუნდაც გრიპის ფაქტორი იყოს შედარებით ნაკლებად აქტუალური. ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ყოველთვის ყველა ცუდი ვარიანტი და უარესი სცენარი“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















