კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები, ინფექციას სავარაუდოდ ნაკლებად ავრცელებენ - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 10:42 | 09.06.2020
ნანახია: 996

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ინფექციას სავარაუდოდ ნაკლებად ავრცელებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა COVID-19-ის საკითხებში მარია ვან კერხოვკემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები ეფუძნება იმ ქვეყნების ანგარიშებს, რომლებიც უსიმპტომო ინფიცირებულებსა და მათ კონტაქტებს აკვირდებიან.

 „ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მიგვაჩნია,რომ  ასიმპტომური პაციენტებისგან ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსის გავრცელების შემთხვევები ნაკლებსავარაუდოა“, - განაცხადა კერკხოვემ.

მანამდე, სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ინფიცირებულები, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ, ვირუსს სწრაფად ავრცელებენ. თუმცა, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი წვლილი ვირუსის გავრცელებაში ძალიან მწირია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე