საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორის წყარო კი უცნობია

საქართველო, თბილისი - 10:17 | 09.06.2020
ნანახია: 974

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა, მათ შორის 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა ორი შემთხვევის წყარო უცნობია.

"სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ ციფრებზე საუბარი, რადგან 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათგან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევა კი წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკ​ვეველია. ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, უკიდურესად ნაადრევია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე