ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:18 | 08.06.2020
ნანახია: 1405

8 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9805 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9562 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.43 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3599 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3476 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.23 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4392 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.7656 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ივნისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე