ბათუმში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 07.06.2020
ნანახია: 630

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის კაცია და ის მშენებარე ობიექტზე მუშაობდა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე