ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს - მსოფლიო ბანკი
საქართველო, თბილისი - 13:29 | 03.06.2020 ნანახია: 1592
კორონავირუსის (COVID-19) პანდემია და ეკონომიკის გაჩერება სერიოზულ დარტყმას აყენებს გლობალურ ეკონომიკასა და განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე უარესი კრიზისი ჩაცხრა, განვითარებად ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები აღდგენის დასაჩქარებლად და შეამცირონ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გავლენა იმ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მოხსენების ანალიტიკურ ნაწილში.
ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარებისა და ძირითადი კომუნალური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მოკლევადიანი რეაგირების ზომების გატარებას თან უნდა ახლდეს ყოვლისმომცველი პოლიტიკური ღონისძიებები გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, როგორც მმართველობისა და საქმიანი გარემოს გაუმჯობესების საშუალებით, ასევე განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინვესტიციების შედეგების გაფართოებითა და გაუმჯობესებით.
მომავალი ეკონომიკა რომ უფრო მდგრადი გახდეს, ბევრ ქვეყანას დასჭირდება სისტემები, რომელთაც აღდგენის პერიოდში შეუძლიათ შექმნან და შეინარჩუნონ უფრო მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალი ისეთი პოლიტიკური ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ასახავენ და ხელს უწყობენ პანდემიის შემდგომ პერიოდში ახალი ტიპის სამუშაოების, საქმის წარმოებისა და მართვის სისტემების საჭიროებას.
აღნიშნული კვლევა გამოიცა 8 ივნისის სრული ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელშიც შევა მსოფლიო ბანკის ჯგუფის უკანასკნელი პროგნოზები გლობალური ეკონომიკისათვის.
პანდემიასთან დაკავშირებული ღრმა კრიზისები სავარაუდოდ მრავალი წლის მანძილზე უფრო გაამწვავებენ და შეანელებენ ეკონომიკურ ზრდასა და წარმოებას, რომლებიც ცხოვრების მაღალი დონის სტანდარტებისა და სიღარიბის შემცირების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. უთანასწორობის პრობლემას ემატება შენელებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და აქედან გამომდინარე, ღარიბები და მოსახლეობის დაუცველი ფენები ყველაზე მეტად ზარალდებიან როგორც პანდემიისა და ეკონომიკის დაღმასვლის, ასევე ინფექციის, სკოლების დახურვისა და ფულადი შემწეობების ნაკადის მოცულობის შემცირების გამო.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად გატარებულმა ზომებმა შეარყია ისედაც უკვე მყიფე გლობალური ეკონომიკა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ვარდნა როგორც მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ასევე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში (შემოკლებით - EMDEs).
როგორც ანალიტიკურ მოხსენებაში არის აღნიშნული, უფრო მეტად დაზარალდებიან ის EMDEs, რომელთაც ჯანდაცვის სუსტი სისტემები გააჩნიათ, ან მეტწილად გლობალურ ვაჭრობას, ტურიზმს ან უცხოეთიდან ფულად გზავნილებს ეყრდნობიან. განსაკუთრებული ზიანი ადგებათ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ იმ ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც ნედლეულის ექსპორტზე არიან დამოკიდებული.
გრძელვადიან პერიოდში პანდემიის გამო ხანგრძლივი ზიანი მიადგება რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის შემცირდება ინვესტიციები, დაინგრევა მატერიალური და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დახურვის, განათლებისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო; ასევე უკან დაიხევს გლობალური ვაჭრობა და სასაქონლო მიწოდება. ეს ფაქტორები შეამცირებს შესაძლო შედეგებს - იმ შედეგებს, რომლითაც ეკონომიკას შეუძლია შეინარჩუნოს სრული დასაქმება და შესაძლებლობები - და ასევე შეამცირებს შრომის ნაყოფიერებას მომავალში. უკვე არსებული მოწყვლადობის ფაქტორები, თანდათან გამქრალი დემოგრაფიული დივიდენდები და სტრუქტურული შეფერხებები კიდევ უფრო გააძლიერებენ პანდემიასთან დაკავშირებული ვარდნის პროცესით გამოწვეულ გრძელვადიან ზარალს.
როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერიოდის აღდგენის პოლიტიკა გულისხმობს ჯანდაცვის მომსახურებების გაძლიერებასა და მიზნობრივი ღონისძიებების დაწესებას ზრდის განახლების ხელშესაწყობად. ეს მოიცავს კერძო სექტორის შენარჩუნების მცდელობებსა და უშუალოდ ხალხის მიერ ფულის მიღებას რათა შესაძლებელი იყოს ბიზნესის შექმნისაკენ სწრაფი დაბრუნება პანდემიის გაქრობის შემდგომ. ზარალის შემარბილებელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ეკონომიკური საქმიანობა მიზნობრივი დახმარების მეშვეობით, რათა უზრუნველყონ საოჯახო მეურენობების, ფირმებისა და სახელმწიფოს აუცილებელი ძირითადი მომსახურებების ლიკვიდურობა. ამავდროულად, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი პირები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ შესაძლო ფინანსურ შეფერხებებს.
აღდგენის პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირების რეგულირება და მიზნად უნდა დაისახონ განვითარების უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები. ანალიტიკური კვლევა განიხილავს ახალი კაპიტალის მოწესრიგებული გადანაწილების მნიშვნელობას იმ სექტორების მიმართულებით, რომლებიც პროდუქტიულები არიან პანდემიის შემდგომი ახალი სტრუქტურების წარმოქმნის დროს. წარმატების მისაღწევად ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები, რომლებიც საშუალებას მისცემს კაპიტალს და სამუშაო ძალას შედარებით სწრაფად მოახდინონ ადაპტაცია დავის გადაწყვეტის დაჩქარებით, მარეგულირებელი ბარიერების შემცირებით, და ძვირადღირებული სუბსიდიების, მონოპოლიების და იმ დაცული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებით, რომლებმაც შეანელეს განვითარება.
ბევრი ქვეყნისათვის მომავალი ეკონომიკური მდგრადობა დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობებზე, რომ აღდგენის პროცესში შექმნან და შეინარჩუნონ მეტი ადამიანური და მატერიალური კაპიტალი. პანდემიის შემდგომი პერიოდის მსოფლიოში, არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ პოლიტიკას რომელიც გამოხატავს და ხელს უწყობს ახალი სახის სამუშაოების, ბიზნესებისა და მართვის ახალ სისტემების შექმნას. ფინანსური ვალდებულებების და ინვესტიციების გამჭვირვალობის გაზრდა ასევე აღადგენს ნდობასა და ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.
გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და ეკონომიკური ზრდის გლობალურმა დაღმასვლამ გამოიწვია ნავთობის ფასების ერთთვიანი ყველაზე მკვეთრი ვარდნა მარტის თვეში. ნავთობის ფასების გაიაფებას, რაც მოთხოვნიდან იყო განპირობებული და ნავთობის მწარმოებლების უთანხმოებას ნავთობის მოპოვების ობიექტების გამო, თან მოჰყვა მსოფლიო ნავთობის მარაგების მკვეთრი ზრდა. ანალიტიკური კვლევა ასევე დეტალურად ასახავს ნავთობის ფასების დაცემის შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ენერგიის ექსპორტიორი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების/EMDEs-ი ეკონომიკებისთვის.
მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე ტრანსპორტზე და მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავთობის დაბალმა ფასებმა ხელი შეუწყოს ზრდას, პირიქით, მწარმოებლების ფინანსების შემდგომი შესუსტების გზით შესაძლოა უფრო გაიზარდოს ზარალი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია.
საუკეთესო შემთხვევაში, ნავთობის დაბალმა ფასებმა შეიძლება უზრუნველყონ გლობალური აქტივობის მხოლოდ უმნიშვნელო მხარდაჭერა აღდგენის პროცესის საწყის ეტაპზე.
ნავთობის ამჟამინდელი დაბალი ფასები ასევე იძლევა შესაძლებლობას, გადაიხედოს ენერგეტიკაში ფასწარმოქმნის პოლიტიკა, რადგან ენერგორესურსების იმპორტიორმა EMDEs ქვეყნებმა უნდა უარი თქვან ძვირადღირებული სუბსიდიების სქემებზე და თავიანთი შეზღუდული ფისკალური რესურსები გადაანაწილონ უფრო მაღალი პრიორიტეტულობის მქონე ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების გაუმჯობესების ხარჯებზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















