ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 03.06.2020
ნანახია: 663

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მას პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მამაკაცის ი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით თქმით, დღეს კლინიკას დატოვებს გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ე.წ. ღვანკითის კლასტერის წარმომადგენელია.

კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე