საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა- სულ 640

საქართველო, თბილისი - 10:34 | 03.06.2020
ნანახია: 646

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.გამოვლინდა ოთხი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და მათი რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე