ახალქალაქში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 21:14 | 02.06.2020
ნანახია: 991

ახალქალაქის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა.

გარდაცვლილი 1-ელ ივნისს გვიან ღამით იპოვეს. ქალი სოფელის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნება. ქალის ნათესავები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

შსს-ს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე