საქართველოში კორონავირუსისგან 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:33 | 11.05.2020
ნანახია: 755

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 317 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 10.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე