პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 10.05.2020
ნანახია: 666

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერზდე ვრცელდება.

ამ დროისათვის კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 59.  გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი, ხოლო თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე