ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 10.05.2020
ნანახია: 661

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ექვსი პირის ტესტი პასუხები კი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სოფელ მუშევანიდანაა, სადაც 28 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელში 25 აპრილიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 121-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 25, გარდაცვლილი სამი.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე