საქართველოში კორონავირუსისგან 309 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 10.05.2020
ნანახია: 777

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 635 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 309 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 10.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე