საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 22:18 | 09.05.2020
ნანახია: 648

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც შეთავსებით ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში განაცხადეს, რომ მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად მედიკოსს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

მედიკოსი ამ დრომდე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლაციაში იმყოფებოდა.

მან ბოჭორიშვილის კლინიკა უკვე დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე