ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყალტუბოში, ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 22:15 | 09.05.2020
ნანახია: 691

წყალტუბოში, ე.წ. თერნალის დასახლებაში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
დაშავებული ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე