ცხინვალმა საოკუპაციო ხაზზე საბჭოთა დროშა აღმართა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 09.05.2020
ნანახია: 2003

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე საბჭოთა დროშა აღმართა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ადგილობრივმა სააგენტო Res-მა გაავრცელა.

გარდა ამისა, სააგენტო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც 1992-2008 წლებში პერიოდს სამამულო ომად მოიხსენიებს.

სუკ-ი საერთაშორისო თანამეგობრობასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს მსოფლიო ასპარეზზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე