9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 16:50 | 09.05.2020
ნანახია: 891

70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა გაახმოვანა ერთიანი ევროპის შესახებ, აღნიშული იდეის დეკლარირებამ ევროპის მომავალი შეცვალა.

2020 წლის ევროპის დღის სლოგანია - "ერთად უფრო ძლიერები ვართ", რაც ხაზს უსვამს სოლიდარობის აუცილებლობას, განსაკუთრებით Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში

ევროპის დღეები წელს ციფრული საინფორმაციო კამპანიით აღინიშნება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად დაიწყო კამპანია "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".

დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე