ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 10:09 | 09.05.2020
ნანახია: 976

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვვავილებით შეამკო.
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. 75 წელი გავიდა იქიდან, როდესაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო.
პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი, მაგრამ გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც დიდი ტრაგედიაა და მაინც დიდი წვლილია.
ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში.
ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულბა უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე