საქართველოში კორონავირუსისგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 08.05.2020
ნანახია: 730

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 288-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 623 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 288 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე