საპატრულო პოლიციის სადღესასწაულო სიურპრიზებმა საქართველოს რეგიონები მოიცვა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 07.01.2016
ნანახია: 1623

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით საჩუქრების აქციას აგრძელებენ. აქცია 31 დეკემბერს დედაქალაქიდან დაიწყო და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. საპატრულო ეკიპაჟებმა, შს სამინისტროს სახელით, მძღოლებს სიურპრიზი მოუმზადეს, ტკბილეულით დაასაჩუქრეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე