ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი - გახარია
საქართველო, თბილისი - 17:04 | 07.05.2020 ნანახია: 1153
ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება და როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს, როგორ მოემსახუროს.
„დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის. იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს, მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს, როგორ მოემსახუროს. ეს არ არის მარტივი თემა იმიტომ, რომ ინფიცირების რისკის პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადასხვ, ბევრი გამოცდილებები, ცოდნები და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. მოგეხსენებათ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, კარანტინის ზონები საქართველოში გაიარა 19 000-მა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ საზღვარგარეთიდან, ორგანიზებულად მთავრობამ ჩამოიყვანა ჩვენი მოქალაქეები, ან შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებით და რომლებიც აუცილებლად, 14 დღიან საკარანტინო ზონას გადიოდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურეობა, თავისი კვების ბლოკებით, ტრანსპორტირებებით, ყველა სერვისით, რომელსაც ჩვეულებრივი სასტუმრო ახორციელებს. ეს არის ის დაგროვილი გამოცდილება და კონკურენტული უპირატებოსა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და რომელსაც უკვე იყენებს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია. ეს არის ის უპირატებოსა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















