ფოტოკონკურსი “ახალი წელი თბილისში” დღეს დასრულდება

საქართველო, თბილისი - 12:39 | 07.01.2016
ნანახია: 1598

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტო-კონკურსი “ახალი წელი თბილისში” დღეს დასრლდება. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაიღონ თემატურად ახალ წელთან დაკავშირებული ფოტოები და განათავსონ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში.

ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ფოტოგრაფებით ( გურამ წიბახაშვილი, მარი ნაკანი, ბესო გულაშვილი), გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა - 1500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 500 ლარი.

კონკურსი 25 დეკემბერს დაიწყო და საკონკურსო ნამუშევრების მიღება დღეს, 7 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული 14 იანვარს გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში, სადაც გამოიფინება როგორც გამარჯვებული, ასევე სხვა საკონკურსო ნამუშევრები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე