ბოლო 24 საათში კორონავირუსით 244 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 06.05.2020
ნანახია: 893

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 244 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში 200-ზე ნაკლები ლეტალური გამოსავლები ფიქსირდებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25 857 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 685 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში დადასტურებულია ინფიცირების 220325 შემთხვევა (მსოფლიოში მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ). გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს. ბოლო ერთ დღეში კლინიკებიდან 2 516 ადამიანი გაეწერა, საერთო ჯამში სულ  გამოჯანმრთელებულია 126 002 პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე