კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების შედეგებს მალე გამოვაქვეყნებთ - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 22:23 | 05.05.2020
ნანახია: 1183

აშშ-ის ხელისუფლება მალე გამოაქვეყნებს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების შედეგებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 „ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ გარკვეული დროის განმავლობაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი. მისი თქმით, აშშ განიხილავს ვერსიას უხანის ლაბორატორიაში COVID-19-ის შექმნის შესახებ. ის ჩინეთს მკაცრი შედეგებით დაემუქრა, თუ კი ეს ვერსია დადასტურდება.

ჩინეთის ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებდა, რომ ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან ამ საკითხს ღიად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე