თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:05 | 05.05.2020
ნანახია: 754

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 832-ით გაიზარდა და 129 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 59 პაციენტი. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა აქვეყნებს.

გარდაცვლილთა რაოდენობა 1 აპრილიდან მინიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა.

 „დღეს გამოვლინდა 1 832 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებულია 129 491 ადამიანი. დავკარგეთ 59 პაციენტი. საერთო ჯამში გარდაცვლილია 3 530. გამოჯანმრთელდა 5 119 პაციენტი, სულ - 73 285“, - დაწერა ქოჯამ Twitte-ზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე