რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 05.05.2020
ნანახია: 670

რუსეთში, კორონავირუსით დაავადებული 155 370 პაციენტია რეგისტრირებული. ნათქვამია Covid-19-ის საოპერაციო შტაბის მოხსენებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 83 რეგიონში დადასტურდა დაავადების 10 102 შემთხვევა, გარდაიცვალა 95 ადამიანი.

წინა დღეს დაფიქსირდა ინფიცირების ახალი 10 581 შემთხვევა.

მთლიანობაში, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსისგან 19 865 ადამიანი განიკურნა, 1 451 გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე