თბილისში, კონიაკის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 22:53 | 02.05.2020
ნანახია: 966

თბილისში, კონიაკის დასახლებაში 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს.

შსს-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობელი დაჭრა, დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე