დავით ნარმანია საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 11:30 | 07.01.2016
ნანახია: 1673

თბილისის მერი, დავით ნარმანია პრემიერ-მინისტრ  გიორგი კვირიკაშვილთან და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საშობაო ლიტურგიას დაესწრო. 

საზეიმო ღვთისმსახურება, სამების საკათედრო ტაძარში,   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ აღავლინა. წირვის დაწყებამდე წაიკითხეს საშობაო ეპისტოლე. 

დავით ნარმანიამ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ ღვთის წყალობა, წარმატება და ბედნიერება უსურვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე