კიმ ჩენ ინი ბოლო 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 02.05.2020
ნანახია: 733

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბოლო 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია-საშუალებების ინფორმციით, კიმ ჩენ ინი 1 მაისს ქალაქ სუნჩხონში დაესწრო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას.

სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ცერემონიის ამსახველი ფოტო. მასზე აღბეჭდილია კიმ ჩენ ინი, რომელიც ლენტს საზეიმოდ ჭრის, ათვალიერებს საწარმოს, საუბრობს თანამდებობის პირებთან.

შეგახსნებთ, კიმ ჩენ ინის გაუჩინარების გამო მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სავარაუდო ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე