ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს

საქართველო, თბილისი - 23:58 | 01.05.2020
ნანახია: 912

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც რამდენიმე პირი, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებსა და მერის წარმომადგენელს.
ვითარება პოლიციის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები სამართალდამცავებს ქვებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე