მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 22:16 | 01.05.2020
ნანახია: 727

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 303 296-ს შეადგენს. გარდაიცვალა 235 290 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 039 588 პაციენტი.

საქართველოშ ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე